მთელი გულით, სულით იმ ხალხთან ვართ, ვინც გლოვობს და პირადად მეც, რასაკვირველია, ვუსამძიმრებ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებთან დაკავშირებით განაცხადა.
ვოლსკის თქმით, მგლოვიარე ხალხი "სამარცხვინო პოლიტიკურ სპეკულაციებს" უყურებს.
"არ მეგულება არავინ არც ხელისუფლებაში, არც მხარდამჭერებში, ვინც განიცდიან ცოტა ისეთი ნათქვამია, მთელი გულით, სულით იმ ხალხთან ვართ, ვინც გლოვობს და პირადად მეც, რასაკვირველია, ვუსამძიმრებ. ამ გლოვის ფონზე, ცხედრის გარშემო მგლოვიარე ხალხი უყურებს ამ სამარცხვინო პოლიტიკურ სპეკულაციებს, რაც მეც, ჩემს მეგობრებს გვბოჭავს იმისთვის, რომ გავაგრძელო ამ თემაზე ლაპარაკი და პოლიტიკურ ასპექტში დავუპირისპირდე მეორე მხარეს, რომელიც უზნეოდ იქცევა. მე ვერ ვიტყვი, რომ გულწრფელი სინანული და გულწრფელი გლოვა არ არის, მაგრამ რეალურად ვხედავთ, რომ ამ თემის, ომის თემის ახლიდან წამოწევა, დღის წესრიგიდან არ იხსნება", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში "იმედი LIVE".
შეგახსენებთ, 3 დეკემბერს უკრაინაში, ბახმუტთან ბრძოლაში კიდევ 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. რუსულ აგრესიას ბადრი მარკელია, რომეო კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ავთო რურუა ემსხვერპლნენ. 24 თებერვლის შემდეგ, ომს სულ 33 ქართველი მებრძოლი შეეწირა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press