რუსმა ოკუპანტებმა წუხელ კრივოი-როგზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. როგორც დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ვალენტინ რეზნიჩენკო ამბობს, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სამი დაშავდა.
მისი თქმით, ოკუპანტებმა კრივოი-როგის მიმართულებით 3 რაკეტა გაუშვეს.
"ტრაგიკული ღამე... ერთი დაღუპული, სამი დაჭრილი. შუაღამის შემდეგ, რუსებმა სამი რაკეტა გაისროლეს და თავს დაესხნენ სამრეწველო საწარმოს. მოკლეს მუშა. მაშველებმა მისი ცხედარი საწარმოს ნანგრევებიდან ამოიყვანეს. კიდევ სამი ადამიანი დაშავდა, ისინი ადგილობრივ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ჰოსპიტალიზებულების მდგომარეობა ექიმების მიერ საშუალოდ ფასდება“, - წერს Telegram-ზე რეზნიჩენკო.
მისივე ინფორმაციით, ოკუპანტებმა მძიმე არტილერიით იერიში მიიტანეს ნიკოპოლზეც. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press