რუსეთმა, კიდევ ერთი მასიური სარაკეტო თავდასხმით უკრაინაზე, ბუდაპეშტის მემორანდუმის ხელმოწერის წლისთავი აღნიშნა, რაც ცხდაყოფს, რომ ამ ტერორისტებთან რაღაცის ხელმოწერა მშვიდობას ვერ მოიტანს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
სახელმწიფოს მეთაურის თქმით, რუსეთისთვის ჩვეულებრივი ქმედებაა, როდესაც მასთან მიღწეულ ნებისმიერ შეთანხმებას არღვევს.
"ისინი აუცილებლად დაარღვევენ მათთან მიღწეულ ნებისმიერ შეთანხმებას. რუსეთისთვის სხვისი უსაფრთხოების ნებისმიერი ელემენტის დათმობა ახალ ომს ნიშნავს. აუცილებელია, რუსეთის ტერორისტული შესაძლებლობების დემონტაჟი, ყველა ჩვენი ტერიტორიის გათავისუფლება და მკვლელებისთვის პასუხისგებაში მიცემა, რაც მშვიდობას მოიტანს.
მე მჯერა, რომ ჩვენ ამას მივაღწევთ. დიდება ყველას, ვინც უკრაინას იცავს! მადლობა ყველას, ვინც ეხმარება ჩვენს სახელმწიფოს რუსული ტერორის წინააღმდეგ ბრძოლაში. მარადიული ხსოვნა ყველას, ვისაც ტერორისტებმა სიცოცხლე წაართვეს! დიდება უკრაინას!" - თქვა ზელენსკიმ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press