კოლუმბიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე პროვინციაში მეწყერმა მგზავრებით სავსე ავტობუსი მოიყოლა. Reuters-ის ცნობით, შემთხვევის შედეგად სულ მცირე 34 ადამიანი დაიღუპა.
ქვეყნის კატასტროფების მართვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მაშველებმა 9 მგზავრის, მათ შორის 7 წლის გოგონას გადარჩენა მოახერხეს.
სტიქიის ზონაში, რომელიც დედაქალაქ ბოგოტადან 230 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.
ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ მეწყერს პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ ტრაგედია უწოდა.
"სოლიდარობა მსხვერპლთა ოჯახებს", - დაწერა პეტრომ Twitter-ზე.
როგორც Reuters-ი წერს, კოლუმბიაში მთიანი რელიეფისა და ძლიერი წვიმების გამო, მეწყერი ხშირად ხდება.
მთავრობის სტატისტიკის მიხედვით, 2022 წელს, ძლიერ წვიმასთან დაკავშირებულ მოვლენებს 216-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 538 000 კი თავშესაფრის გარეშე დარჩა. 2017 წელს, ქალაქ მოკოაში მეწყერის შედეგად 320-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press