ბილაინისა და მუსიკალური აპლიკაცია Stingray Music-ის ერთობლივი გათამაშება დაიწყო. 25 დეკემბრის ჩათვლით, აბონენტებს კონკრუსში ჩართვა და IPhone 14-ის მოგება შეუძლიათ.
კონკურსში მონაწილებისთვის საჭიროა მომხმარებლებმა • გაიაქტიურონ ბილაინის ნებისმიერი პაკეტი რომელიც Stingray Music-ს მოიცავს. • გადმოწერონ Stingray Music-ის აპლიკაცია და გაიარონ მარტივი ავტორიზაცია. • აპლიკაციაში აირჩიონ მათი ფავორიტი მუსიკალური არხი და საჯაროდ გააზიარონ ფეისბუკის პირად გვერდზე ჰეშთაგით #BeelineMusic • გათამაშების გამარჯვებული გახდება ის ადამიანი, ვინც 25 დეკემბრის ჩათვლით გაზიარებულ პოსტზე ჯამურად ყველაზე მეტ რეაქციას დააგროვებს.
კონკურსში მონაწილეობა და პრიზის მოგება შეუძლია 18+ ასაკის ბილაინის აბონენტს, ხოლო თუ აბონენტი არასრულწლოვანია მას დაჭირდება მშობლის/კანონიერი მეურვის თანხმობა. პრიზის მისაღებად გამარჯვებულმა უნდა წარმოადგინოს სიმ ბარათი დაპირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ბილაინისა და Stingray Music-ის თანამშრომლობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. Stingray Music მომხმარებელს სთავაზობს სპეციალურად მისთვის შექმნილ სიმღერების კრებულს, მომხმარებლის მიერვე მოძებნილი შემსრულებლების მიხედვით. ამასთან, მხოლოდ „ბილაინის“ აბონენტებს, თვეში $3.99 გადახდის ნაცვლად, შეუძლიათ უფასოდ ისარგებლონ Stingray Music-ის პრემიუმ პაკეტით, რომელიც სტანდარტული პაკეტისგან გამოირჩევა მაღალი ხარისხის გარჩევადობით და თავისუფალია რეკლამისგან. ბილაინი აბონენტებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ მრავალფეროვანი შეთავაზებებით, რომელიც მოიცავს მობილურ ინტერნეტსა და Stingray Music-ის პრემიუმ პაკეტს. აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც iOS ისე Android საოპერაციო სისტემაზე და სარგებლობისთვის არ არის საჭირო რეგისტრაცია – აპლიკაცია არჩევს, როდესაც გადმოწერა ხდება „ბილაინის“ სიმ ბარათის მქონე ტელეფონით და ავტომატურად პრემიუმ პაკეტით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს აბონენტს.
კანადაში დაფუძნებული კომპანია, Stingray Group Inc. მსოფლიოში წამყვანი მუსიკის, მედიისა და ტექნოლოგიების კომპანიაა. Stingray-ს ყავს 400 მლნ გამომწერი, მსოფლიოს 156 ქვეყანაში.
###
შეკითხვებით მოგვმართეთ: media@beeline.ge
ბილაინის შესახებ
მობილური ოპერატორი შპს „ვიონი საქართველო“, სრულად ქართული კომპანიაა რომელიც ბაზარზე ბილაინის ბრენდით ოპერირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.4 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G 800/1800 MHz მომსახურებით. 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბილაინს წამყვანი პოზიცია უკავია ბაზარზე საკუთარი მომხმარებლის მიერ მობილური ინტერნეტის მოხმარების მაჩვენებლით, რომელიც 76%-ს აღწევს. ბილაინი ასევე წამყვანია ბაზარზე 4G ტექნოლოგიის გამოყენების მიხედვით, რომლის წილიც მისი აბონენტების მიერ ინტერნეტის მოხმარებაში 92.5%-ს შეადგენს.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press