კაბინეტში მაქვს გენერატორი?! - ასე პასუხობს ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელი გურამ მაჭარაშვილი უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას, რომლის მიხედვითაც უკრაინამ გენერატორების და ტრანსფორმატორების მოთხოვნით საქართველოს მთავრობას მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.
მაჭარაშვილმა უკრაინის დახმარების საკითხზე საუბრისას მედიის წარმომადგენლებს შეკითხვის ფორმულირებაც დაუწუნა და განაცხადა:
"მოდი, ნუ წვალობთ რა, ნურც "ტვ პირველის" და ნურც "მთავარი არხის" ჟურნალისტები, ნუ წვალობთ და პირდაპირ გვითხარით - რატომ არ ერთვებით, მეგობრებო, ომში. კაბინეტში მაქვს მე ახლა გენერატორი?! რომ მოდიხართ და მეუბნებით - გვაინტერესებს, უკრაინას გენერატორს გაუგზავნით თუ არაო, კაბინეტში მაქვს გენერატორი?! რატომ არ უგზავნით გენერატორსო და სად არის ეს გენერატორი, ვინ მოითხოვა... კაბინეტში მაქვს? დერეფანში მაქვს?"
ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა გენერატორებსა და ტრანსფორმატორებთან დაკავშირბით განაცხადება დღეს, 6 დეკემბერს საელჩოში გამართულ წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე გააკეთა.
კასიანოვმა ასევე თქვა, რომ უკრაინას საქართველოს მთავრობისგან პასუხი არც იარაღის მიწოდებაზე მიუღია.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press