უკრაინამ რუსი ოკუპანტების ტყვეობიდან 60 ჯარისკაცი გაათავისუფლა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ავრცელებს.
ერმაკის ინფორმაციით, უკრაინა მარიუპოლის მცველების დაბრუნებას განაგრძობს - დღევანდელ "60-იანთა სიაში" 34 მარიუპოლის და 14 აზოვსტალის მცველია.
„პატიმართა მორიგი წარმატებული გაცვლა. დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების 60 ჯარისკაცი სახლში ბრუნდება, მათ შორის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური - 58 ჯარისკაცი და ორი ქალი, აქედან 15 ოფიცერი და 45 რიგითი და სერჟანტი. ეს საუკეთესო ამბავია დღესასწაულის დღეს, რადგან გმირები ცოცხლები უნდა იყვნენ. ამისთვის იბრძვიან ჩვენი შეიარაღებული ძალები - ბრძოლა სიცოცხლისთვის გრძელდება. გმირები უკვე სახლში ელოდებიან ახლობლებს. ვინც ამდენი ხნის განმავლობაში წარმოიდგენდა ამ ბედნიერების მომენტს“,- განაცხადა ერმაკმა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე, 23 ნოემბერს გაათავისუფლეს 35 სამხედრო, კერძოდ, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები, რომლებიც რუსებმა შეიპყრეს ჩერნობილის ზონაში შეჭრის დასაწყისში.
24 ნოემბერს, გავრცელდა ინფორმაცია კიდევ 50 უკრაინელი ჯარისკაცის დაბრუნების შესახებ.
26 ნოემბერს, უკრაინამ შეძლო რუსული ტყვეობიდან 12 უკრაინელი გაეთავისუფლებინა, ხოლო 1-ელ დეკემბერს კი, უკრაინამ სახლში 50 დამცველი დააბრუნა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press