არც ერთი მებრძოლი ქართული ლეგიონიდან ან უკრაინაში მებრძოლი ქართველი არ არის "მოტყუებული", - ასე ეხმაურება ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას.
როგორც კინზინგერმა Twitter-ზე დაწერა, ქართველი მებრძოლები გმირები არიან.
"არც ერთი მებრძოლი ქართული ლეგიონიდან ან უკრაინაში მებრძოლი ქართველი არ არის "მოტყუებული". ისინი გმირები არიან. რამდენად მცირე პატივისცემას იჩენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავისი ხალხის მიმართ, როცა მხედველობაში აქვს, რომ მათ არ იციან სიმართლე? რას იტყვი რუსეთზე?" - წერს კინზინგერი.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა 5 დეკემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ უკრაინაში ქართველი მებრძოლები "ომის პარტიას" მიჰყავს.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ყურადღება &b...
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
Mana press