Foto

გერმანიის კანცლერი - კანდიდატი ქვეყნებისგან ველით, რომ ისინი ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკას შეუერთდებიან

კანდიდატი ქვეყნებისგან ველით, რომ ისინი ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკას შეუერთდებიან, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის სამიტის შემდეგ განაცხადა.

შოლცის თქმით, საჭიროა, ერთიანი მიდგომა.

"რუსეთის ომისა და უკრაინასთან სოლიდარობის საკითხებში, ძალიან მნიშვნელოვანია, ევროკავშირისა და იმ ქვეყნების ერთიანობა, რომლებსაც სურთ, ევროკავშირის წევრობა. კანდიდატი ქვეყნებისგან ველით, რომ ისინი ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკას შეუერთდებიან. ეს ეხება სავიზო პოლიტიკასაც. ერთიანი მიდგომა გვჭირდება", - აცხადებს გერმანიის კანცლერი.