აშშ-ს არც წაუხალისებია და არც შესაძლებლობა მიუცია უკრაინისთვის, რომ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
როგორც ბლინკენმა ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, აშშ კიევს თავდაცვისთვის საჭირო ყველა აღჭურვილობით უზრუნველყოფს.
"ჩვენ არც წაგვიხალისებია და არც შესაძლებლობა მიგვიცია უკრაინელებისთვის, რომ რუსეთის შიგნით დარტყმები განახორციელონ. ჩვენი მტკიცე მზადყოფნაა, ჩვენს მრავალ სხვა პარტნიორთან ერთად, უზრუნველვყოთ, რომ მათ ხელთ აქვთ საჭირო აღჭურვილობა საკუთარი თავის, საკუთარი ტერიტორიისა და საკუთარი თავისუფლების დასაცავად", - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა.
შეგახსენებთ, 5 დეკემბრის ღამეს, რუსეთის ფედერაციის სარატოვის ოლქში, ენგელსის აეროდრომზე დრონებით თავდასხმა მოხდა, აფეთქება იყო რუსეთის ქალაქ რიაზანთან მდებარე აეროდრომზეც და ქალაქ კურსკთან მდებარე რაიონშიც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დარტყმა განხორციელდა "საბჭოთა წარმოების უპილოტო საფრენი აპარატებით", რომლებიც სავარაუდოდ, უკრაინამ გაუშვა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press