შესული ვიყავი მიხეილ სააკაშვილთან საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით, თუმცა მან ნიმუშის აღებაზე უარი განაცხადა, - ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა, ვასილ კაკაშვილმა "ვივამედიდან" გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
როგორც გამომძიებელმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება მომდევნო დღეებში ჩატარდება.
"მე ვიყავი შესული მიხეილ სააკაშვილთან საგამოძიებო მოქმედებისთვის ნიმუშის აღების მიზნით. ჩვენ შევთავაზეთ მას ნიმუშის აღება, თუმცა უარი განაცხადა მან საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე. მისი განმარტებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მას დღეს არ სურდა ნიმუშის აღება", - თქვა კაკაშვილმა.
რეპლიკაზე, რომ ექსპრეზიდენტის ადვოკატის მტკიცებით, მძიმე მეტალების აღმოჩენა, არა სისხლის ნიმუშით, არამედ თმისა და ფრჩხილის ნიმუშების კვლევით ხდება, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა განაცხადა:
"ექსპერტიზა დავნიშნეთ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში. დავუსვით ექსპერტს კითხვები გაჟღერებულ მეტალებთან დაკავშირებით. ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ამ საკითხის შესასწავლად, მიზანშეწონილად ჩათვალა დამატებითი გამოსაკვლევი ნიმუშის წარდგენა.
ჩვენ ექსპერტიზის ბიურომ მოგვმართა კონკრეტული ნიმუშის წარდგენის მოთხოვნით, რომლითაც ისინი თვლიან, რომ სავარაუდოდ, გაგვცემენ პასუხს ყველა გაჟღერებულ საკითხზე".
შეგახსენებთ, რომ წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ"ემპათიის" მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ ექსპრეზიდენტს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.
28 ნოემბერს, მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ ფრჩხილის კვლევის შედეგად, მიხეილ სააკაშვილს ნივთიერება - დარიშხანი ამოუვიდა.
სამი დღით ადრე, ცენტრ "ემპათიას" დირექტორმა, მარიამ ჯიშკარიანმა თქვა, რომ სააკაშვილის თმის ღერში სამი მძიმე მეტალი აღმოაჩინეს.
უფრო ადრე, მესამე პრეზიდენტის მოწამვლაზე საუბრობდა ადვოკატი ვალერი გელბახიანი, რომელმაც 19 ნოემბერს თქვა, რომ სააკაშვილი მოწამლულია, ვინაიდან "სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არც ერთი დაავადება".
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი 9 დეკემბერს, 13:00 საათზეა ჩანიშნული. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press