ძალიან ჰგავს ეს სცენარი ზვიად გამსახურდიას გარშემო განვითარებულ სცენარს. ამას შეიძლება დავარქვათ პირდაპირ ტყვიის გარეშე მკვლელობის სცენარი, რომელიც ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ვაშაძემ პარლამენტში ჟურნალისტებს უთხრა, აშფოთებს მიხეილ სააკაშვილის მიზანმიმართულ თვითდაზიანებასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები.
"გაცილებით უფრო საგანგაშოდ მივიჩნევ ბოლო დღეებში მართ მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომ თითქოსდა მიზანმიმართულად აქვს ადგილი თვითდაზიანებებს მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. ძალიან ჰგავს ეს სცენარი ზვიად გამსახურდიას გარშემო განვითარებულ სცენარს. ამას შეიძლება დავარქვათ პირდაპირ ტყვიის გარეშე მკვლელობის სცენარი, რომელიც ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს", - ამბობს ვაშაძე, რომლის თქმითაც, პარლამენტის თავმჯდომარემ "ვივამედში" ექსპრეზიდენტის მონახულებაზე უარი უთხრა.
"მინდოდა გულწრფელად, რომ მენახა მიხეილ სააკაშვილი. ერთი მხრივ, გამემხნევებინა, მეორე მხრივ, პირადად მენახა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამ მიზნით, მივმართე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უარი მითხრა მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე", - განუცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი 9 დეკემბერს, 13:00 საათზეა ჩანიშნული. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press