სახელმწიფო ვალდებულია, მას აღმოუჩინოს შესაბამისი დახმარება და გაუწიოს შესაბამისი მკურნალობა, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მსხილაძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმდინარე მოვლენებს ისევ აკვირდება.
"პრეზიდენტმა ამაზე უკვე გააკეთა კომენტარი და მე შესაბამისად, პრეზიდენტის სიტყვაზე დამატებით კომენტარს ვეღარ გავაკეთებ. უნდა დაიდოს კომპეტენტური დასკვნა ექიმებისგან და უნდა მიიღოს სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილება. სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება არა მარტო პატიმარს, ყველა ადამიანს აქვს. სახელმწიფო ვალდებულია, მას აღმოუჩინოს შესაბამისი დახმარება და გაუწიოს შესაბამისი მკურნალობა. პრეზიდენტი ისევ აკვირდება", - თქვა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.
შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტთან დაკავშირებით ერთ-ერთი ბოლო კომენტარი სალომე ზურაბიშვილმა 24 ნოემბერს გააკეთა. მაშინ პრეზიდენტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ "თუ სააკაშვილის ჯანმრთელობა არის დაზიანებული და ასეთი დასკვნა იქნება, სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება".
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 9 დეკემბერს, 13:00 საათზეა ჩანიშნული. ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press