საქართველოს მოქალაქემ, უკრაინის დასახმარებლად, 100 000 დოლარის გენერატორები შეუკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ავრცელებს.
"ამ წამს ვიგებ, რომ ერთ ოქრო ქართველს პირდაპირ მწარმოებლისთვის დაუკვეთია 100 000$-ის გენერატორები! ძააალინ, ძააალინ ბევრ უკრაინულ ოჯახში აინთება ნათურა! ბევრ საავადმყოფოში განათდება საოპერაციოები! ბევრი ბავშვთა სახლი, მოხუცებულთა თავშესაფარი ამოისუნთქებს. ყველაფერი გამოგვივა",- წერს გიგა მაქარაშვილი.
გაუზიარე სინათლე - ასე ჰქვია კამპანიას, რომელიც Facebook გვერდის მეშვეობით, უკრაინისთვის გენერატორებს აგროვებს - "გაჩნდა იდეა გავერთიანდეთ და ვიყიდოთ გენერატორები, რომლებიც 24 დეკემბრამდე ჩავა კიევში. რესურსების მოსაგროვებლად და გენერატორების საყიდლად დრო გვაქვს 12 დეკემბრამდე. ამ გენერატორებს კიევში მიიღებს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მათ ყველაზე დაზარალებული უბნის 100 სადარბაზოს მიაწოდებს"
ორგანიზატორების ინფორმაციით, 8 დღის განმავლობაში, კამპანიაში ფული გადმორიცხა 1176 საქართველოს მოქალაქემ, ხოლო 9 ადამიანმა პირადად მიაწოდა გენერატორი. შეგროვებული რაოდენობა უკვე 200 გენერატორს აჭარბებს.
გარდა ამისა, ევროპაში დაანონსდა Generates of Hope კამპანია, რომლის ფარგლებში უკრაინას გენერატორებს გადასცემენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 6 დეკემბერს, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ უკრაინამ გენერატორების და ტრანსფორმატორების მოთხოვნით საქართველოს მთავრობას მიმართა, თუმცა დადებითი პასუხი არ მიუღიათ.
კასიანოვმა ასევე თქვა, რომ მრავალრიცხოვანი თხოვნის მიუხედავად, საქართველოს მთავრობისგან ასევე არ მიუღიათ პასუხი უკრაინისთვის როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების სხვა ტექნიკის მოწოდებაზე.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press