ბარსელონას გარეუბანში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე 155 ადამიანი დაშავდა, იტყობინება სასწრაფო დახმარება.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მატარებლები ერთიდაიგივე მიმართულებით მიდიოდნენ და ერთმანეთს მაშინ შეეჯახნენ, როდესაც ერთ-ერთი ვაგონი სადგურზე გაჩერებული იყო.
სასწრაფო დახმარების სამსახურის წარმომადგენელმა ჯოან კარლეს გომესმა შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეჯახების შედეგად 155 ადამიანი დაშავდა, 14 მგზავრი შემდგომი მკურნალობისთვის ადგილობრივ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
”საუბარია დაჟეჟილობასა და თავის დაზიანებებზე, მაგრამ სერიოზული არაფერია”, - თქვა მან და დასძინა, რომ მგზავრებს უტარდებათ გამოკვლევა, რათა გამორიცხოს რაიმე სახის მოტეხილობა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press