კირილენკო რუსეთზე - მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათი არმია არის მკვლელებისა და ტერორისტების ბრბო
დღეს იამპოლის სულ მცირე სამი მცხოვრები დაშავდა, ოკუპანტების მიერ სოფლის ცენტრალურ მოედანზე დაბომბვის შედეგად. სწორედ ამ დროს, იმ ადგილას ხალხი ჰუმანიტარულ დახმარებას იღებდა. დაბომბვის შედეგად დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა და ადმინისტრაციული შენობები, - ამის შესახებ ოლქის ხელმძღვანელმა პავლო კირილენკომ ტელეგრამ არხზე დაწერა.
მისივე თქმით,არანაირი სამხედრო საჭიროება არ იყო დასახლებული პუნქტის დაბომბვის,ის აღნიშნავს,რომ ამით ოკუპანტები აჩვენებენ თავიანთ მკვლელ და ტერორისტულ ბუნებას,რომელზეც პასუხს აუცილებლად აგებენ.
"დღეს იამპოლის სულ მცირე სამი მცხოვრები დაშავდა, ოკუპანტების მიერ სოფლის ცენტრალურ მოედანზე დაბომბვის შედეგად. სწორედ ამ დროს, იმ ადგილას ხალხი ჰუმანიტარულ დახმარებას იღებდა. დაბომბვის შედეგად დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა და ადმინისტრაციული შენობები, დაზიანებულია სულ მცირე შვიდი საცხოვრებელი კორპუსი.
რუსებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს თავიანთი ჭეშმარიტი ბუნება სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმით - სამხედრო საჭიროების გარეშე. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათი არმია არის მკვლელებისა და ტერორისტების ბრბო. ისინი აუცილებლად დაისჯებიან", - წერს კირილენკო
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press