უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა 1 888 დასახლებული პუნქტის დეოკუპაცია მოახერხეს. როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში თქვა, თითქმის ამდენივე უკრაინული ქალაქი და სოფელი რუსულ ოკუპაციაში კვლავ რჩება.
"ჩვენ უკვე მოვახერხეთ 1 888 დასახლებული პუნქტის ოკუპაციისგან გათავისუფლება, მაგრამ თითქმის ამდენივე უკრაინული ქალაქი და სოფელი რჩება ოკუპაციაში. რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა უკრაინაში ბრძოლის ველზე წყდება მილიონობით ადამიანის ბედი. მილიონობით, რომელთა გადარჩენაც შეიძლებოდა. ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომელიმე ჩვენიანი მივატოვოთ რუსულ ოკუპაციაში, არც ფილტრაციულ ბანაკებში, სადაც ათასობით ადამიანი უკვე გაქრა და არც რუსეთის ტერიტორიაზე, სადაც ასობით ათასი უკრაინელი ძალით გაიყვანეს. ჩვენ შეგვიძლია მათი გათავისუფლება. ამაზე დგას ჩვენი იმედი", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, 24 თებერვალს დაწყებული "ტოტალური ომი" უკრაინელებისთვის ომია "გადარჩენისთვის".
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press