უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ჯამბულათ ხოფერია საქართველოში დღეს, გამთენიისას ჩამოასვენეს.
25 წლის ჯამბულათ ხოფერია უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იბრძოდა. ერთ-ერთი დაბომბვისას ის ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა, 1-ელ დეკემბერს კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ქართველ მებრძოლს მშობლიურ სახლში, გურიაში, სოფელ გვიმრალაურში გადაასვენებენ, ხოლო 10 დეკემბერს დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინაში რუსეთის ომს უკვე 33 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press