პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს. BBC-ის ცნობით, დინა ბოლუარტე ქვეყნის პირველი პირი ხდება მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტი პედრო კასტილო დააკავეს.
ბოლუარტემ, რომელიც მანამდე ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, ქვეყნის დედაქალაქ ლიმაში გამართულ ცერემონიაზე ფიცი უკვე დადო.
”რასაც მე ვითხოვ, არის სივრცე და დრო ქვეყნის გადასარჩენად”, - განაცხადა ახალმა პრეზიდენტმა ფიცის დადების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას.
რაც შეეხება ექსპრეზიდენტ პედრო კასტილოს, როგორც BBC წერს, მოვლენების დრამატული ჯაჭვი დაიწყო ოთხშაბათს, 7 დეკემბერს, როდესაც კასტილომ სატელევიზიო მიმართვისას, პერუში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ოპოზიციური უმრავლესობით წარმოდგენილი პარლამენტის დაშლა და კონგრესის „განსაკუთრებული საგანგებო მთავრობით“ ჩანაცვლება სცადა.
პრეზიდენტის აღნიშნულ გადაწყვეტილებას საყოველთაო აღშფოთება მოჰყვა - რამდენიმე მინისტრი პროტესტის ნიშნად გადადგა. საგანგებო სესიაზე შეკრებილმა დეპუტატებმა კი, პედრო კასტილო იმპიჩმენტის წესით გადააყენეს. საკონსტიტუციო სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი სახელმწიფო გადატრიალებაში დაადანაშაულა და დააპატიმრა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press