თუ შარვლებს ჩაიხდიან და უკანალებს ვინმეს მიუშვერენ - ჯაფარიძე თუ ამას გაუზიარებს ენმ-ს, არ ვიცი, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი ალუდა ღუდუშაური მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით "დროას", "გირჩი მეტი თავისუფლებისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერების განცხადებას.
როგორც ღუდუშაურმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, "ამ ადამიანების რეიტინგი ნულის ტოლია".
"არ ვიცი, ვინ სად იკრიბება, სიმართლე გითხრათ. ზურა გირჩი ჯაფარიძე "ნაციონალურ მოძრაობასთან" თუ მივა - კითხვა თუ იმაში მდგომარეობს, რომ გუშინ ლევან ბეჟაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ რადიკალურ ნაბიჯებზე გადავალთო და ამისთვის თუ იხმეს. ზურა გირჩი ჯაფარიძე, არ ვიცი, თუ შარვლებს ჩაიხდიან და უკანალებს ვინმეს მიუშვერენ, კარგად არის ცნობილი მისი, ასე ვთქვათ, ყველაზე დიდი საბრძოლო იარაღი, რითაც ჩვენს ოკუპანტებს შეეცადა, რომ შებრძოლებოდა, თუ ამას ცდილობს და ამას გაუზიარებს ენმ-ს, არ ვიცი. სხვა არც მე მაინტერესებს და არც საზოგადოებას. ამ ადამიანების ჯამური რეიტინგი არის ნული. შესაბამისად, "ნაციონალური მოძრაიბა" თუ ან ნულებს მიიყვანს და მათგან მოისმენს მოისმენს რამეს, არ ვიცი", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
ცნობისთვის, სამი პარტიის ლიდერებმა გაავრცელეს განცხადება, რომ ექსპრეზიდენტის საკითხზე ენმ-თან შეხვედრებს გამართავენ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press