როგორ შეიძლება, რომ ამ მშიშრებმა და ერის მოღალატეებმა მოქალაქეობა წაართვან გმირებსა და პატრიოტებს - ვერ გაბედავთ და არ გაბედოთ, პირდაპირ გეუბნებით, ეს ქმედება, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბერისას თქვა, განცხადებით, რომ "სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა ავტომატურად იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას", "ქართული ოცნება" ადამიანებს აშინებს და აშანტაჟებს.
"პირველი - ჩვენ ვართ კანონმდებლობით კონვენციის წევრი და მოქალაქობის არმქონე პირად ვერავის ვერ დატოვებს საქართველო - ეს არის ტყუილი. მეორე - როგორ შეიძლება, რომ ამ მშიშრებმა და ერის მოღალატეებმა მოქალაქეობა წაართვან გმირებსა და პატრიოტებს, რომლებიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს იცავენ?!
მდინარაძესაც ვეუბნები და "ქართულ ოცნებასაც" - ვერ გაბედავთ და არ გაბედოთ, პირდაპირ გეუბნებით, ეს ქმედება. ნუ აშანტაჟებთ და ნუ აშინებთ ხალხს, ნუ ავლენთ საკუთარ მოღალატეობრივ ხასიათს", - ამბობს გიორგი ვაშაძე.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press