ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის ყველა უფლება იყოს დაცული, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ელჩის თქმით, მესამე პრეზიდენტის მომავალი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.
"ჩვენ, რა თქმა უნდა, საქმის კურსში ვართ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ, რაც ჩვენი შეშფოთების საგანია. ჩვენ კავშირზე ვართ მის ოჯახის წევრებთან და ადვოკატებთან ისევე, როგორც ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ყველა უფლება იყოს დაცული. რაც შეეხება მის მომავალს, ეს რა თქმა უნდა, საქართველოს სასამართლოების გადასაწყვეტია", - განაცადა ჰერჩინსკიმ.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი 9 დეკემბერს, 13:00 საათზეა ჩანიშნული. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press