Foto

ზელენსკი - ლიდერი შეიძლება იყოს ჭეშმარიტად გავლენიანი მაშინ, როდესაც ის თავისი ხალხის საერთო ნებასა და ოცნებას წარმოადგენს

ლიდერი შეიძლება იყოს ჭეშმარიტად გავლენიანი მხოლოდ მაშინ, როდესაც ის წარმოადგენს არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ თავისი ხალხის საერთო ნებასა და ოცნებას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Politico-ს მიერ 2022 წლის ევროპის ყველაზე გავლენიან ადამიანად დასახელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ზელენსკიმ  Politico-ს ევროპის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიის ყოველწლიურ წარდგენაზე გამოთქვა იმედი, რომ მომავალ წელსაც ყველაზე გავლენიანი ხალხი უკრაინელები იქნებიან.

"ჩვენ მაქსიმალურად ერთიანები ვართ და შესაბამისად, მაქსიმალურად ძლიერები. დამოუკიდებლობის დაცვაზე ვართ ორიენტირებული, ამიტომაც ვაღწევთ ამდენ წარმატებას. ყველაფრის დაკარგვის საფრთხის წინაშე ვიდექით, ამიტომ ვიპოვეთ ძალა, რომ ნომერ პირველები გავმხდარიყავით.

ჩემთვის კი, პატივია წარმოვადგენდე ყველა უკრაინელს. მჯერა, რომ მომავალ წელსაც უკრაინელები იქნებიან ყველაზე გავლენიანი, მაგრამ უკვე მშვიდობის დროს", - თქვა ზელენსკიმ.