"აღარ გავაკეთებ არცერთ კომენტარს სააკაშვილთან დაკავშირებით" - ამის შესახებ"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საუბრობს.
მისივე თქმით,ამის გამომწვევი მიზეზი არის ის რომ,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისმდგომარეობის პოლიტიზირება ხდება,რაც არასწორია.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ზოგადად, ცდილობენ ამ თემის პოლიტიზებას, რაცარასწორია. აქედან გამომდინარე, მე პირდაპირ აქვე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ბოლოკომენტარი რასაც ვაკეთებ სააკაშვილთან დაკავშირებით. დანარჩენი უნდა გადაწყდესსამართლებრივ ჭრილში. არავითარი პოლიტიკური დატვირთვა ამ თემას არ შეიძლება მიეცეს. ისინი ფულს ხარჯავენ პოლიტიკური კამპანიისთვის, პიარული კამპანიისთვის, ლობისტებსქირაობენ ამისათვის. მათი მიზანია პოლიტიზება. ჩვენ არ გვინდა ამ თემის პოლიტიზება, აქედან გამომდინარე აღარ გავაკეთებ არცერთ კომენტარს სააკაშვილთან დაკავშირებით.
არავითარ დირექტივებზე, ბუნებრივია, არ შეიძლება იყო საუბარი. პოლიტიკურად ითხოვენჩვენგან გადაწყვეტილების მიღებას იმ თემაზე, რაც ვერ იქნება პოლიტიკურიგადაწყვეტილების საგანი და ეს ძალიან ცხადად უნდა ვუთხრათ ჩვენ იმ ადამიანებს. ვერავითარი პოლიტიკური გადაწყვეტილების საგანი ვერ გახდება პატიმრის გათავისუფლება, - თქვა კობახიძემ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press