"დღე, რომლისთვისაც დიდხანს ვმუშაობდით", - ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი NBA-ს კალათბურთელის, ბრიტნი გრინერის გათავისუფლებას, რომელიც რუსეთში იხდიდა სასჯელს.
მისი თქმით,კალათბურთელი უკვე უსაფრთხოდაა,მან ასევე მადლობა გადაუხადა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს გრინერის დაბრუნების პროცესში დახმარებისთვის.
მან ასევე დასძინა,რომ კალათბურთელთან სატელეფონო კავშირი ჰქონდა,სადაც კალათბურთელმა აღნიშნა,რომ მას არასათანადო პირობებში ამყოფებდნენ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის ტყვეების გაცვლა მოხდა ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრინერი, იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტში გაცვალეს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press