Foto

აშშ უკრაინას 275 მლნ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით 275 მლნ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. აღნიშნულ ინფორმაციას „ასოშიეთედ პრესი“ შტატების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს საბრძოლო მასალასა მაღალტექნოლოგიურ სისტემებს, რომლებიც დრონებთან გასამკლავებლად გამოიყენება. 

ამერიკელი ოფიციალური პირები, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა ისურვეს, ამბობენ, რომ უახლესი პაკეტის ფარგლებში, უკრაინას გენერატორებთან და სამხედრო ავტომობილებთან ერთად, საევე 80 ათასი ჭურვი ჰაუბიცებისთვის და მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემისთვის საჭირო საბრძოლო მასალა გადაეცემა. 

„ასოშიეთედ პრესის“ ინფორმაციით, სამხედრო დახმარების ახალ პაკეტთან დაკავშირებით ვაშინგტონი საჯარო განცხადებას დღეს გააკეთებს.