Foto

2023 წელს ლუგანსკის ოლქს მთლიანად გავათავისუფლებთ - გაიდაი

დარწმუნებული ვარ, 2023 წელს ლუგანსკს მთლიანად გავათავისუფლებთ, - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის გუბერნატორმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

როგორც გაიდაიმ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში აღნიშნა, უკრაინელი სამხედრო ლიდერები "ბევრად ჭკვიანები და კომპეტენტურები არიან, ვიდრე მათი ოპონენტები რუსეთიდან".

"დარწმუნებული ვარ, რომ ზამთრის ბოლოს, ჩვენ უკვე შეგვიძლია მივაღწიოთ სადემარკაციო ხაზის საზღვრებს, სადაც 2014 წლიდან ოკუპაციაა და 2023 წელს გავათავისუფლოთ მთლიანად ლუგანსკის რეგიონი“, - ამბობს გაიდაი.

ლუგანსკის გუბერნატორის თქმით, რუსეთს ოლქში დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა ჰყავს მობილიზებული, რაც უკრაინელების წინსვლას გაართულებს.