პოლიტიკურმა ლიდერებმა თეთრი ხალათი ჩაიცვეს და თქვეს, რომ ჩვენ ვიცით, როგორ არის პრეზიდენტი სააკაშვილი, არადა დასკვნები წაკითხულიც კი არ ექნებათ, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
როგორც ხაბეიშვილმა თქვა, ვლადიმერ პუტინის ნომერ პირველი მტერი ციხეში არ უნდა კვდებოდეს.
"უამრავი შეფასება და მტკიცებულებაა, რომელიც ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე. კარგად უნდა გაიგოს საზოგადოებამ, როცა ჩვენ ევროკავშირის წევრობა გვინდა, ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკური დოვლათი გვინდა, გვინდა ქვეყნიდან ხალხი არ გარბოდეს. და თუ ევროკავშირში გვინდა, იქ პრეზიდენტებს წამებით არ კლავენ და ჯანდაცვის უფლების გარეშე პრეზიდენტები არ ჰყავთ. პუტინის ნომერ პირველი მტერი არ უნდა კვდებოდეს ციხეში", - უთხრა ხაბეიშვილმა "მთავარ არხს".
შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე იმსჯელებენ.
სხდომა 13:00 საათზეა დანიშნული და მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.
პროცესზე დასწრების სურვილი გამოთქვა თავად ექსპრეზიდენტმა. მისი ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, თუ „ვივამედიდან" არ იქნება სათანადო ცნობა, მაშინ დააყენებენ შუამდგომლობას, რათა სასამართლო თავად მივიდეს კლინიკაში.
პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან შეკრებას და აქციას გეგმავენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press