ეს არის სასიკვდილო განაჩენი, - ასე აფასებს კარდიოლოგი ანზორ მელია თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის პროცესის გადადებას.
მელიას განცხადებით, არათუ დღეები, გადამწყვეტი, შესაძლოა, საათები აღმოჩნდეს.
"ეს არის სასიკვდილო განაჩენი - საათებს აქვს მნიშვნელობა, არათუ დღეებს. ხვალისთვის რომ გადაედო, ესეც საშიში იყო იმიტომ, რომ კაცი არის უმძიმეს მდგომარეობაში. მარტო ერთი ორგანო ხომ არ აქვს დაზიანებული, კიდევ შეიძლება დაუზიანდეს", - უთხრა ანზორ მელიამ "ტვ პირველს".
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე მსჯელობა 14 დეკემბრის 11:00 საათისთვის გადაიდო.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press