ფსკერზე ისე არ უნდა დავეშვათ, რომ სააკაშვილი შემოგვაკვდეს - ეს იქნება საქართველოს დიდი სირცხვილი, - ამის შესახებ პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.
ჩარკვიანის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის ნომერ პირველი პატიმარია.
"მაქვს ინფორმაცია, რომ მიდის ერთგვარი ვაჭრობა - კი ბატონო, მთავარია, სამშობლოთი არ ივაჭრონ; მთავარია, ჩვენი ქვეყნით არ ივაჭრონ. უშუალო კავშირშია მიხეილ სააკაშვილთან ჩვენი ქვეყანა იმიტომ, რომ სააკაშვილის ვიღაცას მოსწონდა თუ არ მოსწონდა, რუსეთთან დაპირისპირებული პრეზიდენტი რომ იყო, ამას ხომ ვერავინ წაუვა, ეს ჭეშმარიტებაა. და თუ პუტინთან დაპირისპირებული პრეზიდენტია და საქართველო ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მაშასადამე, ის აბსოლუტურად არის ნომერ პირველი პატიმარი პუტინის. ჩვენი ეროვნული სირცხვილი იქნება, რომ მესამე პრეზიდენტი მოგვიკვდეს - ელემენტარულად მორალის საკითხია, რომ ფსკერზე ისე არ დავეშვათ, რომ პუტინთან დაპირისპირებულ პრეზიდენტთან დაკავშირებით, რომლის აშენებული ქალაქები გვინახავს, რომ ეს ადამიანი შემოგვაკვდეს. ეს იქნება საქართველოს დიდი სირცხვილი", - აცხადებს თაკო ჩარკვიანი "მთავარ არხთან" საუბრისას.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე მსჯელობა 14 დეკემბრის 11:00 საათისთვის გადაიდო.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press