დასავლეთი უკრაინელ ხალხს რუსეთის წინააღმდეგ „საზარბაზნე ხორცად“ იყენებს,- ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ დასავლეთმა წაახალისა გენოციდი და ტერორი დონბასში და ქვეყანა კოლონიად აქცია.
„დასავლეთმა წაახალისა გენოციდი და ტერორი დონბასში, ფაქტობრივად, ეს ქვეყანა კოლონიად აქცია. ახლა კი ცინიკურად იყენებს უკრაინელ ხალხს „საზარბაზნე ხორცად“, როგორც რუსეთის წინააღმდეგ დარტყმას“,- განაცხადა პუტინმა.
ამასთან, პუტინმა კიდევ ერთხელ გამოხატა აღშფოთება უკრაინაში დასავლური იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდების გამო.
„დასავლეთი, აგრძელებს უკრაინის იარაღითა და საბრძოლო მასალით მომარაგებას, ასევე დაქირავებულების გაგზავნას. დასავლეთი მას თვითმკვლელობის გზაზე უბიძგებს“,- დასძინა დიქტატორმა.
ცნობისთვის, რუსეთმა ვერ შეძლო წარმატების მიღწევა უკრაინის რეგიონებში. სექტემბერში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქი გაათავისუფლეს, ხოლო ნიკოლაევის რეგიონი თითქმის მთლიანად დეოკუპირებულია. ფაქტობრივად იგივე ვითარებაა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებშიც.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press