Foto

იონათამიშვილი - სააკაშვილი პრივილეგირებულ მდგომარეობაშია

ჩვენი ხელისუფლება თითოეული პატიმრის უფლებას არათუ მაღალი სტანდარტით იცავს, არამედ, ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ეს ბატონი პრივილეგირებულ მდგომარეობაშიც კი არის, - განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა.

მისი თქმით,ეროვნულ დონეზე და სტარსბურგის სასამართლოსთვის კითხვის ნიშნები ნამდვილად არ არსებობს და მსგავს საკითხზე პოლიტიკოსები განცხადებას არ უნდა აკეთებდნენ, და არ უნდა ხდებოდეს თემის პოლიტიზირება,ვინაიდან ეს არის სამართლებრივი საქმე და გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა გამოიტანოს.

"ჩვენი ხელისუფლება თითოეული პატიმრის უფლებას არათუ მაღალი სტანდარტით იცავს, არამედ, ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ეს ბატონი პრივილეგირებულ მდგომარეობაშიც კი არის. ამ მხრივ, არც ეროვნულ დონეზე და არც სტრასბურგის სასამართლოსთვის კითხვის ნიშნები ნამდვილად არ არსებობს [...] მსგავს საკითხებზე პოლიტიკოსები განცხადებას არ უნდა აკეთებდნენ და შესაბამისად, ჩვენ ყველანაირად უზრუნველვყოფთ, რომ ამ საკითხის პოლიტიზება არ ხდებოდეს. ეს არის სამართლებრივი საქმე და გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა გამოიტანოს." - განაცხადა იონათამიშვილმა.