დაზიანებულია ქვეყანაში არსებული ყველა თბოსადგური და ჰიდროელექტროსადგური. სხვადასხვა ხარისხით დაზიანებულია მაღალი ძაბვის ქსელის 40%. ამიტომ რეგიონებში ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვები კვლავ მნიშვნელოვანია. განაცხადა უკრაინის პრემიერ მინისტრმა დენის შმიგელმა.
დენის შმიგალის თქმით, ქვეყნის ენერგოსისტემაში ვითარება კონტროლს ექვემდებარება, თუმცა ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი დეფიციტი კვლავ პრობლემად რჩება.
„დაზიანებულია ქვეყანაში არსებული ყველა თბოსადგური და ჰიდროელექტროსადგური. სხვადასხვა ხარისხით დაზიანებულია მაღალი ძაბვის ქსელის 40%. ამიტომ რეგიონებში ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვები კვლავ მნიშვნელოვანია. ეს აუცილებელი ღონისძიებაა ჩვენი ენერგეტიკული სისტემის დაბალანსებული ფუნქციონირების შესანარჩუნებლად. ჩვენ ელექტროენერგიის შეზღუდული მოხმარების პირობებში ვიცხოვრებთ. ამიტომ სახელმწიფო და მთავრობა სისტემატიზაციას უწევენ პროცესს, თუ ვინ მიიღებს ელექტროენერგიას პირველ რიგში“, - განაცხადა დენის შმიგალმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press