Foto

უკრაინის პრეზიდენტი - ოდესა და რეგიონის სხვა ქალაქები და სოფლები სიბნელეშია

უკრინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ოდესაში 1.5 მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სახელმწიფოს მეთაურმა ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებაზე ტრადიციულ ვიდეომიმართავში ისაუბრა.

როგორც ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ოდესის გარდა, მდგომარეობა რთულია ასევე ლვოვში, ვინიციაში, კიევში, ტერნოპილში, სუმიში, ზაკარპატიაში, ჟიტომირში, ხმელნიცკის რაიონებსა და კიევში.

"ვითარება ოდესის რეგიონში ძალიან რთულია. ირანული დრონების ღამის დარტყმის შემდეგ, ოდესა და რეგიონის სხვა ქალაქები და სოფლები სიბნელეშია. ამ დროისთვის ოდესაში 1.5 მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა... უნდა გავიგოთ - მძიმე სარაკეტო დარტყმები რომც არ იყოს, ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემები არ არსებობს...  მაგრამ მაინც, ჩვენი ენერგეტიკული და კომუნალური ჯგუფები ნამდვილად საგმირო საქმეებს აკეთებენ, აღადგენენ რამდენიმე კვირის განმავლობაში იმას, რასაც თვეების მუშაობა დასჭირდებოდა. და მადლობას ვუხდი თითოეულს, ვინც მუშაობს ძალების აღსადგენად და ძალოვანი სისტემის გადასარჩენად. ასევე, მადლობას ვუხდი ყველას, ვინც აცნობიერებს, თუ რამდენად რთულია ჩვენი ცის დამცველებისთვის, რამდენად რთულია სარემონტო ეკიპაჟებისთვის და ძალიან რთულია ენერგეტიკოსებისთვის, რამდენად რთულია ყველასთვის, ვინც ჩვენს სიცოცხლეს იცავს", - აცხადებს ზელენსკი.