უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლზე იერიში მიიტანეს. აღნიშნული ინფორმაცია მელიტოპოლის მერმა, ივან ფედოროვმა Telegram-ზე გაავრცელა.
ფედოროვის განცხადებით, მტრის ბაზებზე უკრაინელების თავდასხმას 200-მდე რუსი ოკუპანტი ემსხვერპლა.
მანამდე მელიტოპოლის მერი იტყობინებოდა, რომ მელიტოპოლის აღმოსავლეთით იწვოდა ეკლესია, რომელიც რუსებმა დაიპყრეს.
როგორც UNIAN-ი წერს, უკრაინელმა სამხედროებმა მელიტოპოლში 58-ე არმიის მე-19 მოტომსროლელი დივიზიის ერთ-ერთი ქვედანაყოფის ბანაკი (ვლადიკავკაზი, ჩრდილოეთ ოსეთი) დაამარცხეს.
უკრაინული მედიის ცნობით, დაჭრილი რუსი სამხედროები, მელიტოპოლის საავადმყოფოებში საკმარისი ადგილის არქონის გამო, ყირიმში გადაჰყავთ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press