სამხრეთ უკრაინაში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ირანული წარმოების დრონების გაცილებით დიდი რაოდენობის გამოყენება ხდება, ვიდრე წინა კვირებში. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) მოხსენებაში.
როგორც ISW-ს ანგარიშშია აღნიშნული, რუსული თვითმფრინავების თავდასხმების სიხშირის ზრდა, შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ რუსეთმა სამკვირიანი "პაუზის" პირობებში, დრონები დააგროვა.
დასავლელი ანალიტიკოსები ასევე ვარაუდობენ, რომ თვითმფრინავებით თავდასხმების გაზრდილი შემთხვევები შეიძლება უკვაშირდებოდეს იმას, რომ რუსეთმა ცოტა ხნის წინ მიიღო ან უახლოეს მომავალში ელოდება ირანიდან დრონების ახალი პარტიის მიღებას.
ე.წ. კამიკაძეების დრონები კვლავ დიდ საფრთხეს წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მათი ჩამოგდება ისწავლა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press