ისევ იგივე მდგომარეობაა. დაბალი სიცხით იწყება ხოლმე დილა, როგორც წესი. აქვს დაბალი წნევა ეს დღეებია, სისუსტე და სრული უმადობა, სრული მიუღებლობა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
ალასანიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას გამოთქვა იმედი, რომ ექსპრეზიდენტის სასჯელის გადავადებაზე თბილისის სასამართლო 14 დეკემბერს აუცილებლად იმსჯელებს.
"ძალიან მნიშვნელოვანია ტემპი, სისწრაფე იმიტომ, რომ ტოქსიკოლოგის დასკვნაში წერია, რომ თუ კიდევ რამე ეშველება, სრულად მისი განკურნება მაინც ვერ წარმომიდგენიაო ადამიანი ამბობს, მაგრამ თუ დარჩა კიდე რაღაც რესურსი, რაღაც დონემდე მაინც აღადგინონ, ამაზეა ლაპარაკი. ისევ სიურპრიზებს თუ უნდა ველოდოთ, არ ვიცი, ვნახოთ, მე იმედი მაქვს, რომ პროცესი გაიმართება", - განაცხადა გიული ალასანიამ და დასძინა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლის დეტალებზე არასდროს უსაბრია.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე მსჯელობა 14 დეკემბერს 11:00 საათზე გაიმართება.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press