რუსეთი თავის ბირთვულ არსენალს აფართოებს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
როგორც პენტაგონის ხელმძღვანელმა აღნიშნა, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამ ნაბიჯებს დგამს იმ ფონზე, როდესაც რუსეთის შეჭრა უკრაინაში გრძელდება და თვითონ პუტინი ომში ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით იმუქრება.
„და სანამ კრემლი აგრძელებს სასტიკ და არაპროვოცირებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ პუტინი ღრმად უპასუხისმგებლო ბირთვულ მუქარაში ჩაერთო“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა და ყურადღება გაამახვილა ჩინეთის ბირთვულ ძალებზეც, რომელიც პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, მზარდი, მოდერნიზებული და დივერსიფიცირებულია.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, ვლადიმერ პუტინმა ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით არაერთი გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა. მართალია, რუსეთის პრეზიდენტმა ოქტომბერში თქვა, რომ უკრაინაში მასობრივი განადგურების იარაღს არ გამოიყენებს, მაგრამ პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ეჭვქვეშ დააყენა მისი სიტყვები და ხაზი 9-თვიანი ომის პერიოდში რუსეთის რიტორიკას გაუსვა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press