სწრაფად უნდა მოვრჩეთ საარჩევნო ტურბულენციას, რომ პარტია აქედან გამოვიდეს გაძლიერებული და სტაბილურად ძლიერად გააგრძელოს მოქმედება და მოძრაობა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
როგორც ხაბეიშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მთავარი ერთობის შენარჩუნებაა.
"საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობისთვის" და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთობა და შესაბამისად, ჩვენი მხრიდან რამე საკითხზე განსხვავებულ პოზიციებზე კამათს, ან პოლიტსაბჭოს წევრების უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებას, რომ რამე პოზიცია დაიკაონ, ადგილი არ ექნება. მეტიც, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა, სიცოცხლე, მისი სასამართლო პროცესი, ამიტომ ცხადია, გვაინტერესებს ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარის გეგმა, რას აპირებს უახლოეს დღეებში და ასევე მნიშვნელოვანია, გამოცხადდეს თარიღი არჩევნების შიდაპარტიული იმიტომ, რომ სწრაფად უნდა მოვრჩეთ საარჩევნო ტურბულენციას, რომ პარტია აქედან გამოვიდეს გაძლიერებული და სტაბილურად ძლიერად გააგრძელოს მოქმედება და მოძრაობა. შესაბამისად, რამე წარმოდგენა რომ არ იყოს, თითქოს ჩვენ რამეზე აზრთასხვადასხვაობა გვექნება ან ცხარე კამათებში შევალთ ერთმანეთთან, პირდაპირ გეუბნებით, რომ ასე არ იქნება მარტივი მიზეზით, რადგან ჩვენ გვჭირდება ერთობა", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" პოლიტიკური საბჭოს სხდომა ამ წუთებში იწყება. სხდომას ხაბეიშვილთან ერთად, კიდევ ერთი თავმჯდომარეობის კანდიდატი და მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელიაც ესწრება. რაც შეეხება მესამე კანდიდატს, პარტიის ოფისში გიორგი მუმლაძე არ მისულა. არსებული ინფორმაციით, პოლიტსაბჭომ თავმჯდომარის არჩევნების თარიღი უნდა დაადგინოს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press