პარტიის თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების დღედ 2023 წლის 28-29 იანვარი განისაზღვრა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა.
როგორც ნაყოფიამ პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, პარტიის თავმჯდომარეს ბლოკჩეინ-სისტემით აირჩევენ.
"ორი პროექტი იყო შემოტანილი. ერთი გულისხმობდა "ფეისბუქით" კენჭისყრას, ხოლო მეორე ბლოკჩეინის პლატფორმაზე. ორივე მხარემ მხარი დაუჭირა ბლოკჩეინს. ეს გადაწყვეტილება 69 ხმა 1-ის წინააღმდეგ მიიღეს. საუბარი იყო ბევრ დეტალზე, მათ შორის თუ როდის უნდა შეწყდეს კანდიდატთა რეგისტრაცია. კანდიდატთა რეგისტრაცია შეწყდება სამშაბათს, 18:00 საათზე. ჩამოყალიბდა საარჩევნო კომისიის შემადგენლობა, რომელიც შედგება პოლიტსაბჭოს 5 წევრისგან და თითო კომისიის წევრის დანიშვნის შესაძლებლობა ექნება თითოეულ კანიდატს", - განაცხადა კობა ნაყოფიამ და დასძინა, რომ პოლიტსაბჭომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმაც შეიმუშავა.
ცნობისთვის, პარტიის თავმჯდომარეობისთვის სამი კანდიდატი - ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე იბრძოლებენ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press