უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან სატალეფონო საუბარი გამართა. როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, სატელეფონო საუბრისას, ორი ქვეყნის პრეზიდენტმა სამშვიდობო ფორმულის განხორციელების გზებზე იმსჯელა.
"სატელეფონო საუბარი მქონდა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან, შევაჯერეთ პოზიციები G7 ონლაინ სამიტისა და უკრაინის მხარდამჭერ კონფერენციაზე, რომელიც პარიზში გაიმართება. განვიხილეთ ათსაფეხურიანი სამშვიდობო ფორმულის განხორციელების გზები", - წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, საუბარი ასევე უკრაინის თავდაცვისა და ენერგეტიკული სტაბილურობის საკითხებში თანამშრომლობასაც შეეხო.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press