ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რუსული დარტყმის შემდეგ არსებულ პირობებში მაქსიმუმს მივაღწიოთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, უკრაინა ვითარების განსამუხტად პარტნიორებთან ერთად მუშაობს.
"ოდესასა და რეგიონის სხვა ქალაქებსა და რაიონებში ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღვადგინეთ. კიევი და კიევის რეგიონი, ლვოვის რეგიონი, ვინიცის რეგიონი, ტერნოპილი და რეგიონი, ჩერნივცი და რეგიონი, ზაკარპატია, სუმის რეგიონი, დნეპროპეტროვსკის რეგიონი - ვითარება კვლავ რთული რჩება. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რუსული დარტყმის შემდეგ არსებულ პირობებში მაქსიმუმს მივაღწიოთ. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ პარტნიორებთან, რათა განიმუხტოს სიტუაცია და მივცეთ ჩვენს ხალხს მეტი ელექტროენერგია. მადლობა ყველას, ვინც ჩვენს ქვეყანას იცავს! მადლობა ყველას, ვინც უკრაინისთვის იბრძვის! დიდება უკრაინას!" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press