ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი სერგეი გაიდაი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ოკუპირებულ ლუგანსკში, რუსული დაქირავებული ჯგუფის - ვაგნერის შტაბ-ბინაზე იერიში მიიტანეს. გაიდაის თქმით, კადიივკაში, სასტუმროზე განხორციელებული თავდასხმის დროს, რუსეთმა "მნიშვნელოვანი დანაკარგები" განიცადა.
რაც შეეხება გადარჩენილებს, როგორც გუბერნატორი ამბობს, გადარჩენილების 50% სამედიცინო დახმარების არარსებობის გამო კიდევ დაიღუპება.
ვაგნერი კერძო სამხედრო კომპანიაა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო თანამოაზრემ, ევგენი პრიგოჟინმა დააარსა. ვაგნერის ქვედანაყოფები, რომლებიც ომის დანაშაულებსა და ადამიანის უფლებების დარღვევაში არაერთხელ დაადანაშაულეს, ადრე განლაგებული იყო ყირიმში, სირიაში, ლიბიაში, მალისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press