Foto

რუსეთთან ნებისმიერი სამშვიდობო მოლაპარაკება ფედერაციის გადაიარაღებისთვის „ლეღვის ფოთოლი“ არ უნდა იყოს - კლევერლი

რუსეთთან ნებისმიერი სამშვიდობო მოლაპარაკებები არ უნდა იყოს „ლეღვის ფოთოლი“ რუსეთის ფედერაციის გადაიარაღებისა და რეკრუტირებისთვის, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ "სქაი ნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა.

კლევერლის თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებების შინაარსი და ზღვარი, რომელიც შეიძლება მიღწეული იყოს მშვიდობის დასამყარებლად, „უკრაინელმა ხალხმა, უკრაინის პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს“.

”მოლაპარაკებები უნდა იყოს რეალური და შინაარსიანი. ისინი არ შეიძლება იყოს "ლეღვის ფოთოლი" რუსული გადაიარაღებისთვის და ჯარისკაცების შემდგომი რეკრუტირებისთვის, იქნება ეს ვაგნერის ჯგუფიდან თუ რუსული ციხეებიდან პატიმრების გამოყენა", - უთხრა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა "სქაი ნიუსს".

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა პარასკევს განაცხადა, რომ თებერვალში დაწყებული ომის დასასრულებლად, მოსკოვს, შესაძლოა, უკრაინასთან შეთანხმების დადება მოუწიოს. აღსანიშნავია, რომ ეს იყო ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როდესაც ვლადიმერ პუტინმა პოტენციურ სამშვიდობო შეთანხმებაზე საჯაროდ ისაუბრა.