რუსეთში, მოსკოვის ოლქში, ბალაშიხას სავაჭრო ცენტრ "სტროიპარკში" ხანძარია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია, რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, ცეცხლი სამშენებლო მასალას გაუჩნდა და დაახლოებით 500 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა.
„სამშენებლო მასალას ცეცხლი გაუჩნდა სავაჭრო ცენტრთან ახლოს 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე. ხანძარი პირველ სართულზე გავრცელდა",- წერს TASS-ი.
მოგვიანებით, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ განმარტა, რომ სტროიპარკში ხანძრის ფართობი 700 კვადრატულ მეტრამდე გაიზარდა.
ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შემთხვევის შედეგად სავაჭრო ცენტრის დაცვის თანამშრომელი დაშავდა.
რუსეთის სასწრაფო დახმარების სამსახურების ინფორმაციითვე, სავაჭრო ცენტრში ხანძრის ჩაქრობა რთულია იმის გამო, რომ შენობის ტერიტორიაზე უამრავი აალებადი პროდუქტი და სამშენებლო მასალაა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press