Foto

მიირთვას და გახდეს ცოტა უკეთ - დავითულიანი სააკაშვილზე

 რა ვქნა, მიხედოს თავის თავს, თავის ჯანმრთელობას და ფსიქიკას, მიირთვას და გახდეს ცოტა უკეთ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც დავითულიანმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ვერ ასახელებენ ვერც ერთ მძიმე დაავადებას, რის გამოც აუცილებელია მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადება.

"ინფორმაცია, რა სჭირს მიხეილ სააკაშვილს ისეთი მძიმე, რომ აუცილებელია მისი სასჯელის გადავადება, არათუ მე, მის ოჯახის წევრებსაც არ გააჩნია. ვერც ერთ მძიმე დაავადებას ვერ ასახელებენ და მე საიდან უნდა გამაჩნდეს ასეთი ინფორმაცია. რა ვიცი, ადამიანი ზის და არ მოსწონს ციხეში ჯდომა, მესმის. არ უნდა ჩაიდინო ისეთი რამე, რომ მერე ციხეში ჯდომა გაგიჭირდეს. რა ვქნა, მართლმსაჯულებაა და ქვეყანაა, მიხედოს თავის თავს, თავის ჯანმრთელობას და ფსიქიკას, მიირთვას და გახდეს ცოტა უკეთ", - აცხადებს ბექა დავითულიანი.

ცნობისთვის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო 14 დეკემბერს იმსჯელებს.