უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.
ზალუჟნიმ სამხედროებს სახმელეთო ჯარების დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ უკრაინა დამცველების წყალობით გადარჩა.
"გულწრფელად გილოცავთ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დღეს! ჩვენი სამშობლო გვაძლევს ძალას, დავიცვათ იგი. უკრაინამ გაუძლო და აუცილებლად გაიმარჯვებს. მადლობა თქვენ, ძმებო და დებო. მადლობა თქვენ სამსახურისა და ფიცის ერთგულებისთვის. მარადიული ხსოვნა დაღუპულ ჯარისკაცებს! ჩვენი მოვალეობაა, გავაგრძელოთ ბრძოლა საკუთარი თავისთვის და მათთვის, მხარი დავუჭიროთ მათ ოჯახებს", - განაცხადა ზალუჟნიმ.
ცნობისთვის, უკრაინის სახმელეთო ჯარების დღე, პრეზიდენტის 1997 წლის 18 ოქტომბრის ბრძანებულების თანახმად, ყოველწლიურად 12 დეკემბერს აღინიშნება.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press