უნდოდათ მეორე ფრონტის გახსნა, ქვეყნის დანგრევა, პოლიგონად გადაქცევა და მიიღეს სანაცვლოდ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ორი წელია ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს, რაც სერიოზული პროგრესია.
"ეს სერიოზული პროგრესია. ეს განაპირობა, არავის არ ვაყვედრით, მაგრამ ეს უნდა იცოდეს ყველამ, განსაკუთრებით ექსტრემისტებმა, რომლებიც ქვეყნის ომში ჩართვას გეგმავდნენ. ომის და სიკვდილის პარტიამ. მე ასე ვუწოდებ მათ. მათ უნდოდათ მეორე ფრონტის გახსნა, ქვეყნის დანგრევა, პოლიგონად გადაქცევა და მიიღეს სანაცვლოდ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ზედიზედ ორი წელია უკვე", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ასევე ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობა მილიარდ 675 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, კოვიდამდე პერიოდთან შედარებით კი ეს მაჩვენებელი 70%-ით არის გაზრდილი.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press