ის რომ დღეს ჩვენს ქვეყანას ჰყავს ცილისმწამებელი და მატყუარა ხელისუფლება, ეს უკვე დადასტურებული ფაქტია, მაგრამ დღეს პრემიერმა ღარიბაშვილმა თავისი სიცრუით და ცილისწამებით ახალი სიმაღლეები დაიპყრო, ასე გამოეხმაურა პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებს ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით.
მისივე თქმით,ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება,რომ თითქოს ინვესტიცია იყო 25 მილიონი და არა 75,არის ტყუილი,ამასთან ერთად მან განაცხადა,რომ ევროკავშირი უზრუნველყოფდა ანაკლიის პროექტისთვის 50 მილიონი ევროს გარანტიას,იმ შემთხვევაში თუ კი სახელმწიფო და ინვესტორებიც უზრუნველყოფდნენ 50 მილიონს,ამაზე ინვესტორებმა თანხმობა მისცეს,ხოლო ხელისუფლებამ უარი განაცხადა.
"ის რომ დღეს ჩვენს ქვეყანას ჰყავს ცილისმწამებელი და მატყუარა ხელისუფლება, ეს უკვე დადასტურებული ფაქტია, მაგრამ დღეს პრემიერმა ღარიბაშვილმა თავისი სიცრუით და ცილისწამებით ახალი სიმაღლეები დაიპყრო ამ მიმართულებით. ეს ერთი ტყუილი, რომელიც მან დღეს გააჟღერა, თითქოს ინვესტიცია იყო 25 მილიონი და არა 75.
მეორე დიდი ტყუილი, რაც მან თქვა, თითქოს ხაზარაძემ და ჯაფარიძემ განახორციელეს 3 მილიონის ინვესტირება, სინამდვილეში ეს არის 40 მილიონი დოლარის ინვესტირება, რაც ასევე დადასტურებულია. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ევროკავშირი უზრუნველყოფდა ანაკლიის პროექტისათვის 50 მილიონი ევროს გარანტიას, ოღონდ ამ გარანტიას უზრუნველყოფდა თუკი სახელმწიფოც უზრუნველყოფდა 50 მილიონის გარანტიას და თუკი ინვესტორები, ანუ ჩვენ უზრუნველვყოფდით 50 მილიონი დოლარის გარანტიას. რაზეც ჩვენ თანხმობა მივეცით და მთავრობამ თქვა უარი მიუხედავად იმისა, რომ კონსორციუმი მზად იყო ამ 50 მილიონი გარანტიის სანაცვლოდ უზრუნველყოფა მიეცა მთავრობისთვის, - განაცხადა ჯაფარიძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press