ჩვენ 5 წლის განმავლობაში ფაქტობრივად უანგაროდ ვეხმარებოდით საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც არ უნდოდათ იძულებით რაღაცის კეთება. როგორც წესი, იმის ნაცვლად, რომ მადლობები მიგვეღო, მივიღეთ ძირითადად ლანძღვა-გინება და შეურაცხყოფა, - ასე გამოეხმაურა გირჩის წევრი იაგო ხვიჩია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბიბლიურ თავისუფლებასთან დაკავშირებით დაანონსებულ ცვლილებებზე
მისივე თქმით,არ აპირებს იმ მიმართულების შეცვლას,რომელიც აქვს აღებული პარტიას,მან დასძინა,რომ გააგრძელებს საზოგადოებისთვის ახსნას და დარწმუნებას,რომ არც აქამდე უკეთებიათ ანტიქართული საქმე,მეტიც ძალიან ქრისტიანულ და მართლადიდებლურ საქმეს აკეთებდნენ და გეზის მიმართულებაც უცვლელად გაგრძელდება.
"ჩვენ 5 წლის განმავლობაში ფაქტობრივად უანგაროდ ვეხმარებოდით საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც არ უნდოდათ იძულებით რაღაცის კეთება. როგორც წესი, იმის ნაცვლად, რომ მადლობები მიგვეღო, მივიღეთ ძირითადად ლანძღვა-გინება და შეურაცხყოფა. ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ გაუქმდეს სავალდებულო სამხედრო სამსახური. ყველა ჩვენი არგუმენტი ამისკენ იქნება და ჩვენ დიდი ხანია ვითხოვდით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებას, რაც ავტომატურად გამოიწვევდა ბიბლიური თავისუფლების გაუქმებასაც. არ ვიბრძოლებთ ბიბლიური თავისუფლების გადასარჩენად, პირიქით, ვეცდებით, რომ ქართველ ხალხს გასაგებად ავუხსნათ, რომ არც აქამდე გვიკეთებია ანტიქართული საქმე, არც აქამდე ვყოფილვართ ე.წ სექტანტები, რასაც გვეძახდნენ. ძალიან ქრისტიანულ და მართლმადიდებლურ საქმეს ვაკეთებდით"- თქვა ხვიჩიამ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press